კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა

საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტი შესაძლოა, მალე კლინიკიდან გაწერონ. მას განმეორებითი ტესტი უნდა ჩაუტარდეს, რის შემდეგაც მედიკოსები საბოლოოდ დაადგენენ გამოჯანმრთელდა თუ არა აღნიშნული პაციენტი. ამ დროისათვის საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ-19 ით 17 მოქალაქე მკურნალობს. მათგან ორის მდგომარეობა იყო შედარებით მძიმე.