ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. დედაქალაქის მერიამ სპეციალური ხსნარებით ბაგა-ბაღების დამუშავება დაიწყო. 16 მარტამდე გაგრძელდება სადენზიფექციო სამუშაოები ყველა საჯარო სკოლაში, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. სპეციალური ხსნარებით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დედაქალაქის მთავრობამ ამ ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.