კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთის რაიონში. ბორჯომში, დაბა ახალდაბაში, კორონავირუსი 30 წლამდე პირს დაუდასტურდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში არიან, მასთან კონტაქტში მყოფი კიდევ ექვსი პირი კი, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.