იტალიაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. დაინფიცირებულია 229 ადამიანი. კორეაში კი დაინფიცირების უკვე 893 შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთში კორონავირუს „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვი – 2 663. ბოლო 24 საათში, 71 ადამიანი დაიღუპა, 2 600 ადამიანი კი საავადმყოფოებიდან გაწერეს. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსისგან უკვე 27 200-ზე მეტი ადამიანი განიკურნა. ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში 77 600-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. მათთან კონტაქტის გამო, ჩინელი ექიმები 88 000-მდე ადამიანს აკვირდებიან. ვირუსი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსს 2 699 ადამიანი ემსხვერპლა.