კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა. „ბიბისი“-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა. კორონავირუსი დადასტურებულად 4 515 ადამიანს აქვს. ჩინეთის მთავრობის მონაცემებით, 976 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩინეთის ხელისუფლება მგზავრობაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს. დაღუპულთა უმრავლესობა ხანდაზმული და რესპირატორული პრობლემების მქონე იყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული. დაინფიცირების ახალი ფაქტი კი გერმანიაში გამოვლინდა, რაც ევროპის მასშტაბით ვირუსის მეოთხე შემთხვევაა.