ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1868-მდე გაიზარდა. ვირუსისგან 12 500 ადამიანი განიკურნა, რომლებიც საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. კორონავირუსით ამ დროისთვის დადასტურებულად 72 400 ადამიანია ინფიცირებული.
ბოლო 24 საათში, ვირუსს 98 ადამიანი ემსხვერპლა, 1 701 ადამიანი საავადმყოფოებიდან გაწერეს, ხოლო 1 886 ადამიანი დაინფიცირდა. მხოლოდ ხუბეის პროვინციაში, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, 1 789 ადამიანია დაღუპული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის მონაცემთა ბაზა აჩვენებს, რომ პაციენტების 80 პროცენტს მსუბუქი სიმპტომები აქვს და გამოჯანმრთელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი, სხვა კორონავირუსების მსგავსად, როგორიცაა „სარსი“ და „მერსი“, მომაკვდინებელი არ არის.