კორონავირუსის გავრცელების არეალი იზრდება.
ბოლო დღეებში რეკორდულად არის მომატებული დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა. მკურნალობის მეთოდების კონტროლთან ერთად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაავადების გადაცემის გზებს სწავლობს.
ამ დრომდე საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ლუგარში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინეთიდან დღეს ჩამოსულ და ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ ქალს კორონავირუსი არ აქვს.