ნიგერიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოჩნდა. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ მუტაციაგანცდილი ვირუსი ორ პაციენტს დაუდგინდა. კვლევა გრძელდება. ეს სახეობა განსხვავდება გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირებული შემთხვევებისგან. ბრიტანეთში დაფიქსირებული კოვიდ-19-ის მუტაციური სახეობა უკვე გერმანიაშიც გამოვლინდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ინფიცირებული პირი ფრანკფურტში 20 დეკემბერს ლონდონიდან ჩაფრინდა. ბრიტანული მუტაციის პირველი შემთხვევის შესახებ იუწყება შვეიცარიაც. გამოვლენილია ორი ინფიცირებული, ორივე მათგანი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა.