ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 23 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს, აქედან სამის მდგომარეობა საყურადღებოა.
საავადმყოფოს დირექტორმა ეკონომიკის გახსნის შემდეგ შესაძლო რისკებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მდგომარეობა კვლავ სტაბილურია და კორონავირუსის შემთხვევების ისეთი ზრდა, რაც ამ დრომდე გამოვლინდა, ნორმალურია.