კორონავირუსი - ვითარება პენიტენციურ დაწესებულებაში

ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული „პისიარ“ ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ერთი ინფიცირებული მსჯავრდებული. როგორც იუსტიციის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ტესტირება აქტიურად ტარდება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. დღესვე ცნობილი ხდება, რომ ინტენსიური ტესტირების  ფარგლებში კვლევები ასევე ჩაუტარდა #6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს, ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.