სოფელ ყარაჯალას მკვიდრი, კორონავირუსით ინფიცირებული 63 წლის ქალის ოჯახის სამი წევრის ნიმუშებზე ლუგარის ცენტრიდან ერთი პასუხი დადებითია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განცხადებით, კორონავირუსი ინფიცირებული ქალის სიძეს დაუდასტურდა და 45 წლამდე მამაკაცი საკარანტინო სივრციდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამ დრომდე უცნობია ქალის დაინფიცირების წყარო, თუმცა სპეციალისტებმა კონტაქტები უკვე გამოიკვლიეს, რომლის რიცხვი სამს არ აღემატება და მხოლოდ ოჯახის წევრებს მოიცავს. გუშინ კახეთიდან ლუგარის ცენტრში, ჯამში 101 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც კორონავირუსზე მხოლოდ ერთი პასუხი იყო დადებითი.