ბოლნისში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. მუნიციპალიტეტში ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. ექვსი დასახლების საკარანტინო ზონად გამოცხადება, მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკს უკავშირდება. საკარანტინო ზონის სოფელ რაჭისუბნიდან, სადაც ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო გიორგი კობერიძე გვიერთდება. მოამბის ჟურნალისტები ყველა რეგიონში, მათ შორის ჩაკეტილ ზონებში მუშაობენ და ახალ ინფორმაციას გვაწვდიან.