როგორც პედიატრები განმარტავენ, არ არსებობს სიმპტომი, რომლის გამოვლენის შემთხვევაშიც, მშობელი კოვიდ-19-ისა და სეზონური ვირუსის გარჩევას შეძლებს. ამიტომაც, მედიკოსები მოუწოდებენ მოქალაქეებს, კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე, მცირეწლოვანი ექიმთან მიიყვანონ. ამასთან, სპეციალისტები გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს. პირველადი რეკომენდაცია კი ისევ ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება და ჰიგიენის ნორმების დაცვაა.