თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ ერთი პაციენტი, ახალგაზდა ქალი რჩება. საქართველოში ის ჩინეთიდან იანვრის ბოლოს დაბრუნდა და კლინიკას გუშინ, ტემპერატურის მატების გამო მიმართა. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაცინეტი პრაქტიკულად ჯანმრთელია, თუმცა, კორონავისრუსზე პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები და პასუხებს კლინიკა დღის ბოლოს ელოდებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი საქართველოში ამ ეტაპზე არ ფიქრსირდება და ქვეყანა რჩება ე. წ. მწვანე, დაბალი რისკის მქონე ქვეყნების ზონაში. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზად არის სურვილის შემთხვევაში აფხაზეთის მოსახლეობას ლუგარის ლაბორატორიაში შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებაში დაეხმაროს.