ვინ იქნება საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი, – საპროკურორო საბჭომ შერჩევის ერთთვიანი პროცედურა დაიწყო.
საბჭოს წევრებმა შესაბამისი შეტყობინება სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე პროფესიულ და აკადემიურ წრეებს უკვე გაუგზავნეს. კანონის მიხედვით მათ კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ. საბჭომ საბოლოო ჯამში სამი კანდიდატი უნდა შეარჩიოს, საიდანაც ერთი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. საკითხს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. დამოუკიდებელი დეპუტატების შეფასებით ახალი გენერალური პროკურორი ვერ ქნება დამოუკიდებელი და საბჭო ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელ პროკურორს შეარჩევს. განსხვავებულია მმართველი გუნდის წევრების შეფასებები. მათი განცხადებით, პროცესი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება, რაც ობიექტურ გადაწყვეტილებას უზრუნველყოფს.