ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გენერალური პროკურორი და ამერიკის ელჩი დაესწრნენ. პროექტი მიზნად ისახავს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებას სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გზით, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ, კერძოდ, რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ვინ შეიძლება იყოს მსაჯული და ზოგადად, რა როლს ასრულებს ინსტიტუტი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.

ღონისძიების ფარგლებში, სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე სტუდენტებისთვის ტრენინგები ჩატარდა, რაც პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას მოიცავდა. სწავლების პროცესში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.