კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის დასახელდა. გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების ოთხბალიანი სისტემით 2,86 ქულა დაიმსახურა. ანალოგიური შეფასება საქართველომ წინა წელსაც მიიღო.
საქართველო მსოფლიო რეიტინგში 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა. 2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს, დიდი შვიდეულის ორ სახელმწიფოს და არაერთ განვითარებულ ქვეყანას, მათ შორის: ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, პორტუგალიას, ჩეხეთსა და პოლონეთს.