საქართველოს კონსტიტუციის დღე

 26 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან – საქართველოსთვის 24 აგვისტო ისტორიული თარიღია. 1995 წელს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაამტკიცა. წლების განმავლობაში დოკუმენტმა არაერთი ცვლილება განიცადა. მთავარ კანონში ყოველი ახალი ცვლილების შეტანა მწვავე პოლიტიკური დისკუსიის საგანი ხდებოდა.

ფუნდამენტურად კონსტიტუცია 2018 წელს შეიცვალა, შედეგად სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი ახლებურად გადანაწილდა. უზენაეს კანონში კორექტივების შეტანა ახლაც იგეგმება. მათ შორისაა საარჩევნო ბარიერის დაწევა და გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი. თუმცა, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ, ცვლილებების პროექტის დამტკიცება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.