კონსტანცას პორტის მენეჯმენტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ სამუშაო ვიზიტით ეწვია
კონსტანცას პორტის მენეჯმენტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
პორტის ოფიციალური დელეგაცია გენერალური მენეჯერის, ნიკოლაი დან ტივლიკის ხელმძღვანელობით ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ესტუმრა და პროექტს დეტალურად გაეცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დეტალებიც განიხილა, რომელიც უახლოეს მომავალში გაფორმდება.
მემორანდუმი ანაკლიის პორტიდან გადაზიდული ტვირთების კონსტანცას პორტში მიღებას და კოსტანცას პორტის დახმარებით ანაკლიის გავლით დიდ პორტებს შორის ტვირთების გატარებას ითვალისწინებს.
კონსტანცას პორტი შავი ზღვის აუზის სანაპიროს ერთ-ერთი უმსხვილესი პორტია, რომელიც შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, რუმინეთში დაახლოებით 4000 ჰექტარზეა გაშენებული. პორტი წელიწადში 100 მილიონ ტონა კონტეინერს ატარებს.