ანაკლიის პროექტის პერსპექტივა

მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ბოლო შანსს აძლევს. სამი წლის წინ ხელმოწერილი ხელშეკრულება ძალაში დარჩა. კომპანიის მიერ შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ხელისუფლებამ ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარი თქვა.

კონსორციუმს დეკემბრის ბოლომდე აქვს ვადა, რათა მთავრობას პორტის ასაშენებლად საჭირო თანხის მოძიების დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს. ამ დროისთვის კორპორაცია სამ პოტენციურ ინვესტორთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ამ პროცესში ხელისუფლების ჩართვასაც ითხოვს.

კონსორციუმის ხელმძღვანელობის ტონი დღეს შედარებით შერბილდა, გასხვავებით მამუკა ხაზარაძისგან, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი მთავარი აქციონერია.

დატოვე კომენტარი