კონსერვაციის სამუშაოები სამთავროს სამონასტრო კომპლექსში

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამთავროს სამონასტრო კომპლექსის ფერისცვალების ტაძრის ფასადის კონსერვაციისა და წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის გვიან მოწყობილი სარინელის გადაწყობისა და წყალამრიდი სისტემის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭოს 2023 წლის მაისის დასკვნაში წერია, რომ პროექტი სანიმუშოა და მისი გამოყენება საქართველოს ქვის კონსერვატორებს სხვა ძეგლებზეც შეუძლიათ. სამთავროს სამონასტრო კომპლექსში გასულ წლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაოები, რომლის ფარგლებში ტაძრის როგორც შიდა სივრცეში, ასევე გარეთ, ნიშნულებმა დაიწია, რის შემდეგაც საჭირო გახდა ტაძრის ქვედა ნაწილების კონსერვაცია. რაც შეეხება წმინდა ნინოს პატარა ეკლესიას, აღმოსავლეთ ფასადის გასწვრივ ამორტიზებული იყო ახლად მოწყობილი ბაზალტის ფილების სარინელი, ხოლო ფასადებზე გვიანდელი ცემენტის ნალესობები ძეგლის იერსახეს ამახინჯებდა.