საზოგადოებრივი მაუწყებლის და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კონკურსის „დებიუტი“ გამარჯვებული პროექტები ცნობილია.
მეორე ტურში გადასული შვიდი კონკურსანტიდან კომისიამ დაფინანსება შვიდივეს მისცა.
ახალგაზრდა რეჟისორები სადებიუტო მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს გადაიღებენ. საზოგადოება კი მათ პირველი არხის ეთერში ნახავს.
შემოქმედებითი გაერთიანება „დებიუტი“ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე 1980-იან წლებში შეიქმნა. მას კინორეჟისორი რეზო ესაძე ხელმძღვანელობდა.