„ჩემი ოთახი“ BFI-ის 2022 წლის საუკეთესო ფილმებს შორის

ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა 2022 წლის საუკეთესო 50 ფილმი გამოავლინა.

სია 90-ზე მეტმა კინოკრიტიკოსმა შეადგინა. საუკეთესო ფილმების სიაში ქართული ფილმი, „ჩემი ოთახიც“ მოხვდა, რომელიც რეჟისორმა იოსებ ბლიაძემ გადაიღო.

იოსებ ბლიაძის ფილმი ისეთი ცნობილი რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად არის წარმოდგენილი, როგორებიც სტივენ სპილბერგი, პედრო ალმოდოვარი და გასპარ ნოე არიან. ჩემი ოთახი საუკეთესო ფილმად დასახელდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც.