რეზო ესაძე 90

კინოსამყარო ცნობილი რეჟისორის შემოქმედებას იხსენებს. რეზო ესაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა.

თამამი სვლების, საბჭოთა რეჟიმისთვის დამახასიათებელი მანკიერებების ჩვენების და განსაკუთრებული ხელწერის გამო ხელოვანის თითოეულმა ნამუშევარმა კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. მისმა შემოქმედებამ ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი და უამრავი ჯილდოს მფლობელი ფიქრობდა, რომ ხელოვნებაში მხოლოდ ერთი ენა – გულის ენა არსებობს.