კინოთეატრების მსხვილი ქსელი დაჯარიმებულია.
„კავეას“ კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევას ედავებიან. კინოთეატრების ბილეთების ონლაინ-რეალიზაციის ბაზრის შესწავლა სამი კომპანიისთვის მძიმე შედეგით დასრულდა. „კავეას“ გარდა სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევთ კომპანია tiket.ge-სა და biletebi.ge-ს. დავის საგანია ის შეთანხმება, რომლის მიხედვით tiket.ge-მ „კავეას“ ბილეთების გაყიდვის ექსკლუზიური უფლება მიიღო. მაკონტროლებელი უწყების გადაწყვეტილება დიდი ალბათობით სასამართლოში გასაჩივრდება. დაჯარიმებული კომპანიები სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავენ.