ევრო 2024 - სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

მზადება ევრო 2024-სთვის.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასწრების მსურველებს ავია-ბილეთების შეძენა დღეიდან შეუძლიათ. ბილეთების ფასი სუბსიდირებულია. 3 000 გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთები ელექტრონულ პლატფორმებზე იყიდება. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ჩარტერული რეისები გერმანიის ქალაქების მიმართულებით თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან შესრულდება. ქალაქ დორტმუნდში. ჰამბურგსა და გელზენკირხენში განთავსებულ სტადიონებზე ქართველი გულშემატკივრებისთვის 10 000 ადგილია გამოყოფილი.