„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - პროტესტი ფილმის პრემიერის წინ

რვა ნოემბერს, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის პარალელურად დაგეგმილ საპროტესტო აქციას სასულიერო პირების ნაწილიც შეუერთდება.

სასულიერო პირებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ აქციის დროს, ვითარების შესაძლო დაძაბვაზე პასუხისმგებლობა კინოთეატრებს ეკისრებათ.

დაგეგმილ პროტესტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა კინოთეატრების მარკეტინგის სამსახური. განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

ხათუნა გაგნიძე განავრცობს თემას.

დატოვე კომენტარი