კინოინდუსტრია 2021 წელს

დახურული კინოთეატრები, გადადებული და ჩაშლილი მსოფლიო პრემიერები – პანდემიის გამო 2020 წელი კინოსამყაროსთვის ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. 2021 წელს კი სფეროს წარმომადგენლები მასშტაბურ გეგმებს სახავენ. მაყურებელს სხვადასხვა ჟანრის ახალი ფილმები ელოდება, გადადებული პრემიერების ნაწილიც სწორედ მიმდინარე წელს გაიმართება.

დაგეგმილია „აგენტ 007“-ის ახალი ფილმის პრემიერა. ასევე, „ნეტფლიქსი“,  „ეიჩბიო“ და „ამაზონი“ სხვადასხვა ცნობილი რეჟისორის ფილმების წარდგენას გეგმავენ. კინო  გაქირავებაში ჩაეშვება ფილმ „მატრიცას“ მეოთხე ნაწილიც. მარველის სამყარო კი თაყვანისმცემლებს შავ ქვრივზე გადაღებულ დამოუკიდებელ ფილმს შესთავაზებს.