საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი კონგრესმენები პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდნენ. დისკუსიის საგანი იყო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა. კონგრესმენების მხრიდან ხაზი გაესვა შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. როგორ მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, შეხვედრაზე შიდა პოლიტიკური საკითხები არ განუხილავთ. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობებს.