საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის, იგივე რონდელის ფონდის ორგანიზებით თბილისში დილიდან კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება, რომლის მთავარი განხილვის საგანი დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევებია, ორი პანელური დისკუსიისგან შედგება. კონფერენციის ერთ-ერთმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ავტოკრატიები მსოფლიო მასშტაბით ძლიერდება და დემოკრატიული გამოწვევებიც გლობალურ საკითხად იქცა. ამ გზაჯვარედინზე საქართველოში არსებული ტენდენციები და ქართული დემოკრატიის მომავალი იყო მსჯელობის რაკურსი მომხსენებლისთვის. ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიან როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ისე ევროპელი აქტორები.