საქართველო-ევროკავშირი

„რონდელის ფონდში“ საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა.

ევროკავშირისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღწევებსა და მომავალზე, ასევე შრომის უსაფრთხოებასა და მიგრანტთა უფლებებზე. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.

დატოვე კომენტარი