კონფერენცია შრომით უფლებებზე

პროფკავშირების გაერთიანება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციას მასპინძლობს.

მთავარი საკითხები შრომის საერთაშორისო სტანდარტები და მისი საზედამხედველო მექანიზმების გამოყენებაა. განიხილავენ იძულებითი შრომის, ბავშვთა შრომის საკითხებსაც. კონფერენცია ადამიანის უფლებათა დღეების ფარგლებში იმართება. მასში სომხეთისა და აზერბაიჯანის პროფკავშირების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ღონისძიება ყველა იმ პრობლემას ეხება, რაც დასაქმებულებს საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით აქვთ.