კონფერენცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შესახებ

 „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ – ამ სახელწოდებით გაიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია. კონფერენცია მიზნად ისახავს განიხილოს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური გამოწვევები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დროებითი ოკუპაციის პირობებში. დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს კონტექსტთან ერთად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაც მიმოიხილეს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტების თაობაზე და ასევე იმ ძალისხმევის შესახებ, რომელსაც შესაბამისი მთავრობები ამ მიმართულებით სწევენ.