კონფერენცია საავტორო უფლებებზე

შემსრულებელთა უფლებების კოლექტიური მმართველი ორგანიზაციების საბჭოს ორგანიზებით, თბილისში მომიჯნავე უფლებების მსოფლიო კონფერენცია მიმდინარეობს.

ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის 70-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. მის ფარგლებში იმართება სამუშაო ჯგუფებისა და მმართველი ორგანოების შეხვედრები. კონფერენციაზე განიხილავენ მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაწყვეტის პრაქტიკულ გზებს, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.

კონფერენცია ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.