კონფერენცია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე

სქესობრივი დანაშაულების შესახებ კონფერენცია გამართა ორგანიზაცია „საფარმა“. შეხვედრაზე განიხილეს დანაშაულებებზე გამოვლენილი ხარვეზები, ბარიერები და პრაქტიკის გაუმჯობესების გზები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკოსმა იურისტებმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა. ასევე შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების – საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები.