კონფერენცია „ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“
„ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ – ამ სახელწოდების კონფერენცია თბილისში გაიმართა. ღონისძიებაზე გენდერულად მგრძნობიარე მდგრადი შესყიდვების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკაზე, პრაქტიკასა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გაერო-ს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორმა და გაერო-ს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. კონფერენცია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამასთან (CSEP) თანამშრომლობით გაიმართა.