„ღია მმართველობა ადგილობრივ თვითმმართველობებში”- ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა სასტუმრო „რედისონში“, სადაც 25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ თვითმმართველობებში გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებების საკითხებზე იმსჯელეს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა ბიუჯეტის დაგეგმვასა და რიგი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად იყოს ჩართული. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა.