ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ, სერვისების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებს, დარგის სპეციალისტების, ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებლების და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებს ეფუძნება. მიზანი, სფეროს რეფორმირება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისათვის თანამედროვე სტანდარტების შემუშავება და დანერგვაა.