არასაჭირო საკეისრო კვეთების თემაზე თბილისში კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში მკვეთრად გაზრდილია, რაც უარყოფითი მაჩვენებელია.
ამ კუთხით საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. სპეციალისტების მიერ გაიცა რეკომენდაცია, რომ შემცირდეს აღნიშნული რაოდენობა.
კონფერენციას 19 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა და ექიმებმა მიიღეს.