კომუნიკაციების კომისიის წევრებმა თავმჯდომარედ კახა ბექაური მესამედ, სამი წლის ვადით აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, ბექაურის კანდიდატურას მხარი კომისიის სრულმა შემადგენლობამ ერთხმად დაუჭირა. კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. ის საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, მეორედ კი 2019 წელს აირჩია.