ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისი მუსიკალურ-კულტურული ცენტრი კიდევ ერთი მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობისთვის ემზადება.
4 და 11 თებერვალს და 18 მარტს ცენტრში კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა კონცერტების სერია გაიმართება. კონკურსში, რომელიც კულტურის სამინისტოს მიერ ჩატარდა, სულ 13-მა კომპოზიტორმა გაიმარჯვა. კონცერტების სერიის ფარგლებში მსმენელი ყველა გამარჯვებული კომპოზიტორის ნაწარმოებებს მოისმენს.