„აიფიემი“ მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, კვლევა მოიცავდა საზოგადოების დამოკიდებულებას უმცირესობებისადმი, ასევე პროტესტის ფორმებსა და სხვა სოციალურ საკითხებზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცალკეული პოლიტიკური აქტორებისა და ჟურნალისტების მიერ თემის პოლიტიზება მოხდა. „აიფიემი“ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.