ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა კოლხეთის ეროვნულ პარკში ერთობლივი სხდომა გამართეს. იმსჯელეს გარემოს დაცვის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებზე.
აღინიშნა, რომ 27 რეგულაციიდან, რომლის მიღება და ევროპულ მოთხოვნებთან დაახლოებაც ქვეყანას ევალებოდა, დღეს 21 რეგულაციასთან საქართველოს კანონმდებლობა სრულად არის დაახლოებული, ეს ეხება როგორც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე დაცული ტერიტორიების გაფართოებას, რომლის ფართობი 13%-მდე გაიზარდა.