საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში კოლეჯ „სპექტრის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ სხვადასხვა მიმართულება და გადამზადდნენ მათთვის საინტერესო პროგრამებზე, მათ შორის შედუღება, ელექტროობა, ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის კონსტრუირება. ღონისძიებას განათლების მინისტრიც ესწრებოდა.