საავადმყოფოდან გაქცეულ პატიმრებს ამ წუთებშიც ეძებენ.
ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე კლინიკა „ავერსის“ ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. სამი მსჯავრდებული მაშინ გაიქცა, როცა ისინი საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად საავადმყოფოში მიიყვანეს. ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. მათ მიერ აღწერილი სამოძრაო ტრაექტორია კინოლოგებმაც დაადასტურეს. დიდი ალბათობით, არსებობს შესაბამისი ვიდეო-მასალაც, რადგან კლინიკის ტერიტორია სათვალთვალო კამერებით კონტროლდება. იუსტიციის მინისტრი გაქცეულებს ჩაბარებისკენ მოუწოდებს, მიმართვა ვრცელდება მათი ოჯახების მისამართითაც. უცნობია, არიან თუ არა პატიმრები შეიარაღებულები, არ კონკრეტდება ის დანაშაულებიც, რომლისთვისაც გასამართლებულები არიან.