„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული პატიმრები დააკავეს

„ავერსის“ კლინიკიდან გუშინ გაქცეული სამივე პატიმარი უკვე დაკავებულია. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს. ამასთან, პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით დაკავებულია საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.