ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობა დღეიდან ვაკანტურია.
ზურაბ მაღალაშვილმა უფლებამოსილების ამოწურვამდე სამი თვით ადრე პოსტი დატოვა. გადაწყვეტილება კი გარკვეული პრობლემებით ახსნა. მათ შორის, კინოინდუსტრიის მწირი დაფინანსებით. სწორედ დაფინანსების საკითხია წლების განმავლობაში კინოპროდიუსერების და რეჟისორების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი.
ამ საკითხზე „მოამბე“ რეპორტაჟსაც ამზადებდა და რამდენიმე დღის წინ მაღალაშვილი ჯერ კიდევ დირექტორის სტატუსით ჩაწერა.