კინემატოგრაფისტთა პროტესტი

კინოცენტრის მმართველობას 400-ზე მეტი კინემატოგრაფისტი უნდობლობას უცხადებს. ისინი მოითხოვენ კინოცენტრის დირექტორის არჩევა სფეროს წარმომადგენლების მიერ მოხდეს. ბოიკოტის მონაწილე კინემატოგრაფისტები პროტესტის ნიშნად აღარ მიიღებენ მონაწილეობას კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში. ისინი უარს ამბობენ ჟიურის წევრობაზე საკონკურსო კომისიებში. ასევე უარს ამბობენ იმუშაონ კინოპროექტებზე, რომლებიც დაფინანსდება 2023 წლის აგვისტოდან. ბოიკოტი არ ეხება იმ პროექტებსა და ფილმებს, რომელთაც უკვე აქვთ მიღებული კინოცენტრის დაფინანსება. ბოიკოტს უერთდებიან კინოს წარმოებაში ჩართული ყველა სფეროს წარმომადგენლები.