აქცია კულტურის სამინისტროსთან

კინემატოგრაფისტები ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს კვლავ აპროტესტებენ და ახლად დანიშნულ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. კინოსფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ კინოცენტრის ხელმძღვანელი შეირჩეს ღია კონკურსის შედეგად და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. დირექტორის შესარჩევი კომისია კი დაკომპლექტდეს კინოსექტორის წარმომადგენლებისგან. მანამდე შეწყდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი.