საქართველოს პირველი არხის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა.
გარე ჩარევის შედეგად, დღეს საქართველოს პირველი არხის ქსელში ვირუსი გავრცელდა, რამაც დაშიფრა და გაანადგურა არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფმა სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოახერხა.
ფაქტის შესახებ საქართველოს პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა. გამომძიებლები ამ წუთებში ტელეკომპანიაში მუშაობენ.
სისხლის სამართლის საქმე კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის მუხლით აღიძრა.